2 დასახელების ბუშტის მავნებლობა დადასტურდა, რეალიზაცია შეწყდა - სამი ძმა
ომპანია „სამი ძმა” პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირებას და გაყიდვას წყვეტს. როგორც სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების იმპორტიორი კომპანია აცხადებს, მიზეზი ლაბორატორიული კვლევებია, რომელმაც ამ 2 პროდუქტის მავნებლობა დაადასტურა.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დასახელების ბუშტები შეიძინეს, 60 დღის ვადაში მათ ნებისმიერ ფილიალში დააბრუნონ.
ძვირფასო მომხმარებელო: კომპანია სამი ძმა ვალდებულებას იღებს გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა", - აღნიშნულია განცხადებაში.