თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია
ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა
ფოტო - არქივი