ივანიშვილის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლასთან ერთად, რადიკალური "ალტ ინფოც" ქუჩაში გამოვიდა
რადიკალების საშიში დაჯგუფება ქუჩაში განახლებული ძალებით გამოვიდა. ნატა ფერაძის სახლიდან წამოსულმა მოძალადეებმა ახალგაზრდები სცემეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1 პირი, რომელიც ყველაზე აგრესიული იყო და მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდა, პოლიციის გამოჩენამდე გაიქცა. სხვები კი ტერიტორიას სამართალდამცველებმა განარიდეს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლასთან ერთად "ალტ ინფოც" ქუჩაში გამოვიდა. დღეს აგრესიულად განწყობილი რადიკალების სამიზნე ნატა ფერაძე იყო. სამოქალაქო აქტივისტის სახლი რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის ალყაში იყო. რამდენიმე ათეული განრისხებული მამაკაცი სტალინის ხატის შეურაცხყოფისთვის ერთ ქალზე ანგარიშსწორებას გეგმავდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად ალტ-ინფოელებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ვერ მოახერხეს.
სტალინის ხატის "მცველები" - მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟი