კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა, შესაძლოა, შეურაცხადად ცნონ - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა, შესაძლოა შეურაცხადად ცნონ. "პირველების" პირველი ინტერვიუები სასტიკად მოკლული ქეთევან ედიბერიძის ოჯახის წევრებთან. ბაბუა და ბიძა ჰყვებიან, რომ კაცი ბოლო რამდენიმე თვე, სისტემატურად ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. არ გამორიცხავენ, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა. კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ხშირად სწორედ სიმთვრალის გამო ხდებოდა და მომხდარ მკვლელობასაც ოჯახის წევრები ამ მიზეზს უკავშირებენ.
ბოლოს, ბაბუამ ქეთევან ედიბერიძე მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა. ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე მაშინაც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ დამნაშავე ქმარი შესაძლოა, ციხის ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში გაუშვან.
რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ცოლი , გიორგი კავლელაშვილი ყველა კითხვას პასუხს სავარაუდოდ ხვალ გასცემს - მძიმე დანაშაულში მხილებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე საათში გამოძიებას მისი პირველი ჩვენება ექნება.
ცოლის მკვლელობის ახალი დეტალები სოფო ნიუარის რეპორტაჟში