კაცი, რომელმაც ძაღლი წამებით მოკლა, პატიმრობაში გაუშვეს

10.01.24 19:58
კაცი, რომელმაც ძაღლი წამებით მოკლა, პატიმრობაში გაუშვეს

კაცი, რომელიც ძაღლი  წამებით მოკლა,  პატიმრობაში გაუშვეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მოძალადე პირის  მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი. საუბარია, კაცის მეზობლებზე, ვინც  ძაღლზე  ძალადობის ამსახველი კადრები მობილურით გადაიღეს და შემდეგ გაავრცელეს. ბრალდებული დღეს სხდომაზე დუმილის რეჟიმში იყო. 

შეგახსენებთ, არიფ გოიუშოვს პროკურატურამ  ბრალი დღეს წარუდგინა. ბრალდება დაკავებულისთვის აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა. დაცვის მხარე მზად იყო თავისუფლების სანაცვლოდ 30 000 ლარი გადაეხადა.  

მორიგი პროცესი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

 რა ხდებოდა სასამართლოზე?- რუსუდან ჯაბანიშვილი დეტალებით.