შეტევა ხარკოვზე - დაშვებულია საქართველოს მოქალაქე
ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან
- ინფორმაციას საოლქო პროკურატური ავრცელებს.
ხარკოვზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ 11 ადამიანია დაიჭრილი. მათგან 9 კლინიკაში გადაიყვანეს. საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულები თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ მედიას წარმოადგენენ ისინი. ირკვევა, რომ რუსების სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროც იყო, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
ხარკოვზე სარაკეტო იერიში რუისეთმა, 10 იანვარს, ღამით მიიტანა.
"ტვ პირველი" დეტალებს საგარეო საქმეთა სამინისტროში არკვევს.