მორიგი ბრალდებები ბასილაშვილის წინააღმდეგ - ჩოგბურთელი ძალადობაში მეჯვარემ ამხილა

23.06.21 20:35
მორიგი ბრალდებები ბასილაშვილის  წინააღმდეგ - ჩოგბურთელი ძალადობაში მეჯვარემ ამხილა

მორიგი ჩვენება საქართველოს პირველი ჩოგნის წინააღმდეგ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობაში დღეს მეჯვარემ ამხილა. სასამართლო პროცესზე ირიბმა  მოწმემ, სოფო შარაშენიძემ, თქვა, რომ ის ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის ძალადობას არ შესწრებია, თუმცა იხსენებს რამდენიმე ფაქტს. სოფო შარაშენიძე ჰყვება, რომ ნელი დოროყაშვილთან სახლში მისულს სამზარეულოს ნივთები დალეწილი დახვდა, ხოლო მისი მეგობარი ტიროდა.

დოროყაშვილის მეგობარი ასევე ჰყვება, რომ 2020 წლის იანვარში  ბასილაშვილის ყოფილ ცოლს ფიზიკური ძალადობის კვალიც შეამჩნია. მისი თქმით, ბაისლაშვილთან და მის ოჯახთან კონფლიქტის დროს დოროყაშვილმა ხელი დაიზიანა. ის ასევე ამბობს, რომ  სპორტსმენის მამა რძალს ჯოხით მისდევდა.

მოწმემ 2017 წლის ფაქტები გაიხსენა, თუმცა გამოძიება ბასილაშვილს 2018 წლიდან მომხდარ სავარაუდო  ძალადობას ედავება.