დედა შემაგინა და უმოწყალოდ მცემა - მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

11.01.24 12:05
დედა შემაგინა და უმოწყალოდ მცემა - მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

გორის პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში  ადანაშაულებენ - სერგოო ბიჩენოვი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველმა, რომელიც დახმარებისთვის  გამოიძახა, ჯერ შეუკურთხა, შემდეგ  ხელბორკილები დაადო და ბოლოს გონების დაკარგვამდე სცემა.

კაცი ამტკიცებს, რომ პოლიციის ერთი თანამშრომელი  მას  უმოწყალოდ უსწორდებოდა, მეორე კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

კაცი ორი სამართალდამცავის ვინაობას ასახელებს ერთი ვინმე  "ჯოყოვიჩია", რომელიც კაცის მტკიცებით, ურტყამდა თავის არეში, სახეში აფურთხებდა და ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფით, მეორე კი ვინმე ოქროპირიძეა: 

მტაცა ხელი და დამიწყო ძალადობით გათრევა, ვუთხარი, რის საფუძველზე მაკავებთ ეგ მაინც მითხარითქო. წამო ბევრს ნუ ლაპარაკობო, ჩამიყვანეს პიკაპში, ბორკილები დამადეს. გვერდზე მომიჯდა ჯოყოლიჩი,  შენნაირი კაცის დედაო... და შემაფურთხა.  მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც ადეკვატური, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე - სიტყვიერად შევაგინე. ის გამოვიდა წყობიდან და ცემა დამიწყო. ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე. 14 დარტყმა მახსოვს, შემდეგ უკვე გავითიშე"- აცხადებს 39 წლის სერგო ბიჩინოვი. 

ირკვევა, რომ საქმეზე მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.