ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

11.01.24 12:21
ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო თბილისის აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო

თბილისის აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა - მიზეზი ძლიერი ნისლისა და უამინდობაა. ცნობილია რომ აეროპორტმა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები ვერ მიიღო.

ირკვევა, რომ Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.

რა ბედი ელით სხვა რეისებს - ამის გარკვევას "ტვ პირველი" ამ წუთებშიც ცდილობს.