ვინ არის ხარკოვში დაშავებული საქართველოს მოქალაქე

11.01.24 13:37
ვინ არის ხარკოვში დაშავებული საქართველოს მოქალაქე

ხარკოვში დაშავებული საქართველოს მოქალაქე  დავით კაჭკაჭიშვილია, ქართველი ჟურნალისტი, რომელიც უკრიანულ ქალაქში, თურქული მედიისთვის მუშაობდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ქალაქის საავადმყოფოში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და გამთენიისას კლინიკიდან გაწერეს. ის თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

 ამ დრომდე მძიმე ვითარებაა ხარკოვში. ბოლო სარაკეტო იერიშების გამო, ჯამში 11 ადამიანიაა დაშავებული, მათ შორის ერთი თურქი ჟურნალისტია. რუსმა ოკუპანტებმა, ქალაქს "ს სამასი" ტიპის რაკეტებით შეუტიეს.  სამიზნე დასახლებული პუნქტი იყო, რის გამოც  დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები  და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.