ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პატიმრობაში გაუშვეს - რა თქვა გიორგი კავლელაშვილმა

11.01.24 14:22
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პატიმრობაში გაუშვეს - რა თქვა  გიორგი კავლელაშვილმა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი პატიმრობაში გაუშვეს -  სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც გიორგი კავლელაშვილი ამ დრომდე რჩება და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს გადის. 

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა.

ჩავთვალე საქმეზე არსებობდა, როგორც მტკიცებულებითი ისე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი ეს არის მინიმალური სტანდარტი, რასაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა. ფორმალურ საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებში მოკლედ გეტყვით, დეტალებში აღარ მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. სამი საფრთხე არსებობდა, რაც იშუამდგომლა ბრალდების მხარემ, გავიზიარე", - განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, არსენ კალატოზიშვილის თქმით, გიორგი კავლელაშვილს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

უკვე ინფორმირებული იყო, რომ მისი მეუღლე მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა"- თქვა მან. 

უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, გიორგი კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.