ჯაღმაიძე: განცხადება, რომ შემომწირველმა ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანოს, პატრიარქთან შეთანხმდა

11.01.24 15:06
ჯაღმაიძე: განცხადება, რომ შემომწირველმა ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანოს, პატრიარქთან შეთანხმდა

განცხადება, რომ შემომწირველმა, ანუ ირმა ინაშვილმა და დავით თარხანმოურავმა ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანოს, პატრიარქთან შეთანხმდა - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ, ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება  ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება.
ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს.
უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული
თავად განსაჯეთ რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა", - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს საპატრიარქო ირმა ინაშვილს და დავით თარხან მოურავს მიმართავს,  სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.