ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმრობა თავად მოითხოვა - სასამართლო სხდომა კლინიკის პალატაში
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა პატიმრობა თავად მოითხოვა. გიორგი კავლელაშვილმა მხოლოდ დღეს შეიტყო, რომ მეუღლე მის მიერ მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სასამართლო კლინიკაში გაიმართა და მოსამართლის ვერდიქტიც ბრალდებულმა პალატაში მოისმინა. არც ბრალდებულს და არც მის ადვოკატს წინასწარი პატიმრობის შეფარდება არ გაუპროტესტებიათ. კავლელაშვილი ჩადენილს აღიარებს, თუმცა რა გახდა მეუღლეზე სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი დღეს ბრალდებულს არ უსაუბრია.
ერთდაერთი რაზეც ადვოკატი საუბრობს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობაა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ბედი საბოლოოდ არა მოსამართლემ, არამედ სამედიცინო ექსპერეტებმა გადაწყვიტონ. შეურაცხადობის დამტკიცების შემთხვევაში მას ფსიქიატრიულში მოათავსებენ. სასამართლომდე კი ჯეოჰოსპიტალში ექსპერტ-კრიმინალისტები შევიდნენ. უმძიმესი დანაშაულიდან მესამე დღეს, გამოძიებას პირველად მიეცა საშუალება საჭირო ნიმუშები უშუალოდ ბრალდებულისგან აეღო.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.