სკანდალური ხატი სამებაში - თარხანმოურავის თქმით, ხატმწერს პირდაპირ ტაძარში მიიყვანენ

11.01.24 20:08
სკანდალური ხატი სამებაში - თარხანმოურავის თქმით, ხატმწერს პირდაპირ ტაძარში მიიყვანენ

 

 

სკანდალური ხატი სამებაში - "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხანმოურავმა "პირველებს" უთხრა, რომ ხატის უკან წაღების საჭიროება არ არის და ხატმწერს პირდაპირ სამებაში მიიყვანენ.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი საპატრიარქოს განცხადებას არ მიესალმებიან. საპატრიარქომ ჩათვალა, რომ სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან და ამ ეპიზოდის გადატანა ხატზე ეწინააღმდეგება ეკლესიის კანონებს.

ერთი განცხადებით საპატრიარქომ "პატრიოტთა ალიანსის"  პრორუსული ზრახვები გამოააშკარავა, თუმცა მათი დაცვის სადარაჯოზე "ქართული ოცნება" დადგა. მმართველმა გუნდმა უკვე დააინიცირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გამკაცრდება სასჯელი რელიგიური ნივთების და  ნაგებობის შეურაცხყოფისთვის. "ოცნების" რიტორიკა ერთი-ერთში ემთხვევა ძალადობრივი დაჯგუფების წევრების  განცხადებებს. ხელისუფლებისგან წახალისებული რადიკალები ისევ  მუქარის რეჟიმში არიან.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.