ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

11.01.24 19:58
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

გამსახურდია, რომელიც ბოლო წლებში შვეიცარიაში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლად მუშაობდა, "პირველებთან" გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ შეთავაზება შალვა პაპუაშვილისგან მიიღო.

ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა - ეს პოსტი გიორგი კეკელიძემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი დატოვა.  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და  განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა  და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში  განახლების დროა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია უახლოეს დღეებში ჩაიბარებს.