რამდენად უსაფრთხოა რიკოთზე გადაადგილება - ექსპერტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს
რამდენად უსაფრთხოა რიკოთზე გადაადგილება. ექსპერტებს განგაში აქვთ გამოცხადებული. მაგისტრალზე არსებული მეწყრული ფერდის გამაგრება შეუძლებელია - ასეთია სპეციალისტების დასკვნა. გზების დეპარტამენტმა 63 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა სახიფათო მთის გამაგრებისთვის, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს წყალში გადაყრილი ფულია. ფერდობი ისეა მოჭრილი, რომ მისი სტაბილიზაცია პრაქტიკულად გამორიცხულია.
სხვა საკითხია ვინ უნდა აწარმოოს გამაგრებითი სამუშაოები და როდის. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომლის დოკუმენტაციაც კომისიამ დაახარვეზა, საგზაო დეპარტამენტს დავების საბჭოში უჩივის. შესაბამისად, ვიდრე დავა წარმოებაშია, რიკოთზე სამუშაოები ვერ დაიწყება. ახლად გახსნილ მაგისტრალზე კი ყოველდღიურად ათასობით მანქანა მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი დასავლეთის მიმართულებით საკუთარი რისკის ქვეშ გადაადგილდება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.