სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

11.01.24 22:08
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„პირველები“ დეტალების გასარკვევად თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.