ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს...სამხედრო პირი დათხოვნაში იმყოფებოდა - თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ ჯარისკაცზე
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
უწყება წერს, რომ სამხედრო პირი სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს", - აცხადებს სამინისტრო.
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. გორში 41 წლის ჯარისკაციი გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი აფრიამაშვილის ცხედარს სოფელ ახალშენში, სასაფლაოებთნ მიაგნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებია თვთმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული.