მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რას ამბობენ ახალშენში ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ

12.01.24 11:33
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რას ამბობენ ახალშენში ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ

 

 

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - გორში ჯარისკაცის გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ ახალშენში მეზობლებს არ სჯერათ, რომ გიორგი აფრიამაშვილი თავს მოიკლავდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯარისკაცს რაიმე სახის პრობლემები არ ჰქონია.

პოლიციის პიკაპები დარბოდა, მერე თქვეს თავი ჩამოიკიდაო. პრობლემა არ ჰქონია, უძვირფასესი ბიჭი იყო. სამხედროში იყო, შაბათ-კვირას როცა დასვენება ჰქონდა აქ მუშაობდა, ერთი წუთი არ ცდებოდა. ცოლ-შვილს გაცილებული იყო, მაგის ცოლ-შვილი არ ვიცი. ისეთი პიროვნება იყო თავს არ მოიკლავდა, ყველა შოკში ვართ", - ამბობს ადგილობრივი.

გორში 41 წლის ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი აფრიამაშვილის ცხედარს სოფელ ახალშენში, სასაფლაოებთნ მიაგნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებია თვთმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული.

მომხდარზე განცხადებას გაავრცელა ტავდაცვის სამინისტრომაც. ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება ამბობს, რომ ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.