სერიოზული რისკის შემცველია - ბიძინა კულუმბეგოვი რეგულაციების მოხსნაზე

24.06.21 11:45
სერიოზული რისკის შემცველია - ბიძინა კულუმბეგოვი რეგულაციების მოხსნაზე

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ჩაგდებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის უმწვავეს შეფასებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეხმიანებიან. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ რეგულაციების მოხსნა იმ ფონზე, როდესაც  ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტია და ეპიდემილოგიური კონტროლის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა, საფრთხის შემცველია. სპეციალისტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

ჩვენ როდესაც მივიღეთ  რეგულაციების მოხსნა, როდესაც ეპიდემიოლოგიური კონტროლის თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა და ჩვენ არ გვაქვს სტაბილური სიტუაცია, ეს აბსოლუტურად ლოგიკას აცილებულია. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ამსუბუქებს რეგულაციებს მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია. ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ გვაქვს ვაქცინაცია, ის აცრილი 2% პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს და ჩვენ ყველანაირ რეგულაციას ვხსნით. ეს რასაკვირველია, სერიოზული რისკის შემცველია. ეს მთლიანად ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. 

სახალხო დამცველმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის ფარგლებში ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ჩაგდებაზეც ისაუბრა და ეს ფაქტი ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევად შეაფასა. 
 

მსგავსი სიახლეები