ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია? - ჯანმო მოსახლეობას აფრთხილებს
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს. უახლესი ინფორმაციით მხოლოდ დეკემბერში კოვიდ 19-ს მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 ქვეყანაში პაციენტების რაოდენობა კი თითქმის 50 პროცენტით არის გაზრდილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ახლა მთავარი გამოწვევა ვირუსის JN.1 ვარიანტიის უკონტროლო გავრცელებაა.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 აღარ არის გლობალური ჯანდაცვისთვის საგანგაშო, ვირუსი ჯერ კიდევ ცირკულირებს და კლავს... სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები მიუთითებს დეკემბრის განმავლობაში გადაცემის ზრდაზე, რაც გამოწვეულია შვებულების პერიოდში შეკრებებით და JN.1 ვარიანტით, რომელიც ახლა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია", - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი