ვასაძის თანაგუნდელებს ეჭვი აქვთ, რომ მათი ლიდერი მოწამლეს

24.06.21 11:50
ვასაძის თანაგუნდელებს ეჭვი აქვთ, რომ მათი ლიდერი მოწამლეს

ლევანის შემთხვევაში ვერაფერს გამოვრიცხავ - ასე პასუხობს "ტვ პირველს" კითხვას "ერის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის მარჯვენა ხელი, კონსტანტინე მორგოშია. ის არ გამორიცხავს, რომ მისი ლიდერი მოწამლეს.

მორგოშიას თქმით, ვასაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. 

თავს გრძნობდა ცუდად, მოწამლული იყო. ახლა რამდენიმე საათში ჩაუტარდება გამოკვლევა, და გაირკვევა რა და როგორ. 

პირდაპირ ვამბობ, ლევანის შემთხვევაში მოწამლულიც რომ იყოს არ გამიკვირდება. თუ ადამიანი მოწამლეს, ალბათ აპირებდნენ, კარგი აზრები ნამდვილად არ ექნებოდათ. შესაბამისად, გამოძიება უნდა დაიწყოს. 

ლევანს უამრავი მტერი ჰყავს პოლიტიკურ ველზე და მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. თუ მოწამლულია, არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოწამლა. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ არის"- თქვა მორგოშიამ

ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია, "ერის" დამფუძნებელი თურქეთში გადააფრინეს. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ვასაძემ მის თანაგუნდელებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ის მოწამლეს.