არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - სამების იღუმენი

12.01.24 13:44
არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - სამების იღუმენი

სამების იღუმენი გრიგოლი ამბობს, რომ ხატზე სტალინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, სხვა შემთხვევაში აუცილებლად შეიტანდნენ შესწორებას.

იღუმენი იმასაც ამბობს, რომ  არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

სასულიერო პირის თქმით, მან არ იცის თუ ვინ არის ხატმწერი, რომელმაც ხატზე სტალინი დახატა.

ეკლესია არის ხალხი და შესაბამისად, ხალხის აზრს ითვალისწინებს ეკლესია. რომ ცოდნოდათ, რომ ხატზე სტალინი იყო მიხატული, აუცილებლად თავიდანვე შეიტანდნენ შენიშვნას. ხატმწერი ნამდვილად არ ვიცი ვინაა. აშკარად ქართველი ხატმწერია. იცით რა, ზოგს უყვარს სტალი. არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ზუსტად ვინ არიან ახლა მე არ ვიცი, მაგრამ რომ ვთქვა, არ უყვართ-თქო, გამომივა ტყუილი. ყველა ადამიანს ხომ ტთვისი შეხედულება გააჩნია ყველაფერზე", - ამბობს სამების ტაძრის იღუმენი.

სადავო ხატი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საპატრიარქო არ ამბობს, რა ვადა მისცეს ირმა ინაშვილს და დავით თარხან მოურავს შეცდომის გამოსასწორებლად.