დაისაჯოს ნატა ფერაძე - კოკა მორგოშია საპროტესტო აქციას აანონსებს
საპატრიარქოს გადაწყვეტილება ხატის გადაწერის შესახებ არ მოსწონთ რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ეკლესიური კანონი ნამდვილად იყო დარღვეული.
კოკა მორგოშია საპროტესტო ხვალ აქციას აანონსებს. მთავარ მოთხოვნად კვლავ სახელდება, რომ უნდა დაისაჯოს ნატა ფერაძე და მის მიმართ ადმინისტრაციული მუხლით დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
საპატრიარქოს გადაწყვეტილება კანონიკურად ალბათ სწორია, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი სტრატეგიულად არასწორია. ეს მათ უბიძგებთ კიდევ და კიდევ სხვა დანაშაულებისკენ და ამ განცხადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, რამდენიმე ხატს მიაყენეს შეუარცხყოფა და ქვებით ჩალეწეს. მაგალითად, ღვთისმშობლის ხატის ვიდეო ჩაგვიგდეს, სადაც ქვით იყო ხატი შეუარცხყოფილი. ამიტომ განცხადების ის ნაწილი, რომ ხატმწერმა ხატი უნდა გადაწეროს, იყო სტრატეგიულად არასწორი. ჩვენ ხვალ აქციას ვმართავთ, ზუსტად იმ მოთხოვნით, რომ დაისაჯოს ნატა ფერაძე და სასწრაფოდ მიიღოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, სადაც ასეთი ფაქტები ჯარიმით კი არა სისხლის სამართლის დანაშაულით დაისჯება", - ამბობს კოკა მორგოშია.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს.
გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.
რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო