როდესაც კეკელიძეს უსამართლოდ უშვებენ სამსახურიდან, იმ ადგილას ღირსეული არ დადგებოდა - ქათამაძე

12.01.24 14:10
როდესაც კეკელიძეს უსამართლოდ უშვებენ სამსახურიდან, იმ ადგილას ღირსეული არ დადგებოდა - ქათამაძე

მომღერალი ნინო ქათამაძე გიორგი კეკელიძის ბიბლიოთეკი დირექტორობიდან გათავისუფლებას არ ეთანხმება. მეტიც, ქათამაძე ამბობს, რომ, როდესაც ასე უსამართლოდ ათავისუფლებენ ადამიანს პოსტიდან, მის ადგილას ღირსეული არ დადგებოდა.

1500-ზე მეტ სოფელშია ნამყოფი გიორგი კეკელიძე. მასთან ერთად მეც ვიყავი მთიან აჭარაში. არასდორს არ დამავიწყდება იმ ადამიანის თვალები. არა მარტო კომპიუტერები, წიგნები, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აბსოლუტურად მთელი გულით და ზუსტად იცის, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს. რა დაგვიცავს აწი ჩვენ და რა არის გარანტი იმისა, რომ შენ გახდები პროფესიონალი და უმიზეზოდ არ დაგატოვებინებენ პროფესიის და დატოვებენ ცხოვრების გარეშე. როდესაც უსამართლოდ უშვებენ სამსახურიდან, იმ ადგილას ღირსეული არ დადგებოდა. მე ასე მგონია", - ამბობს ქათამაძე "პირველებთან".

გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და  განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა  და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში  განახლების დროა.