ბიბლიოთეკაში უკონკურსო დანიშვნა ასეთი პირდაპირი გზით, კითხვებს იწვევს - პენცენტრი კეკელიძის გათავისუფლებაზე
ჩნდება ლოგიკური კითხვები გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან მოულოდნელი და უსაფუძვლო გათავისუფლების შესახებ. ასე ეხმაურება საქართველოს პენცენტრი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამსახურიდან გაშვებას.
ორგანიზაცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს, მიანიშნებს, რომ შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება არათუ ბიბლიოთეკის საჭიროებებით, არამედ პირადი პოლიტიკური შეხედულებებით არის ნაკარნახევი.
განახლების დროა, ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი თავის განახლების არანაირი სურვილი არ გააჩნია. ნამდვიალდ არის განახლების დრო, მათი განახლების დროა, პირველ რიგში. ყველანაირ სფეროში ებღაუჭება და აბსოლუტური კონტროლის დამყარებას ცდილობს და ეს ხელისუფლება ასეთ რაღაცებს აკეთებს განახლების სახელით. ეს არის იმ სოციალურ და ადამაინურ კაპიტალზე უარის თქმა, რომელიც ამ ადამიანებს დაუგროვებიათ თავიანთი ინსტიტუციით. უკონკურსო დანიშვნა მერე, ასეთი პირდაპირი გზით, თავისთავად იწვევს კითხვებს", - ამბობს ხათუნა ცხადაძე.
გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან დაითხოვეს. 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა კეკელიძე დაიბარა და განუცხადა, რომ საკმარისი პერიოდი იმუშავა და ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში განახლების დროა.