დანის პირზე მივდივართ, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს - ამირან გამყრელიძე

24.06.21 12:59
 დანის პირზე მივდივართ, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღის გავრცელების საშიშროების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ვირუსის ახალი ტალღა.

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში სიტუაცი სტაბილურია. თუმცა, საყურადღებოდ სტაბილური. დღეს გვაქვს 656 შემთხვევა. ეს საქართველოსთვის საყურადღებო ციფრია. მიუხედავად იმ შემსუბუქებისა, რაც ხდება ქვეყანაში, იცით, რომ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე დავდივართ, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და რაც შეიძლება, მეტი მივცეთ ეკონომიკას და განვითარებას, ამავდროულად, უნდა ვიყოთ მასიმალურად ფრთხილად, რომ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაციის განვითარება. რეგულაციები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხადეავად იმისა, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარება მოიხსნა, აუცილებელია, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. ასევე ბაზრობებზე და იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს.  ჯერ, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე ჩვენს მთავარ იარაღად რჩება. 

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმება ვაქცინის ახალი პარტიების შემოტანა, მათ შორის, ამერიკიდანაც.  

დღეს ჩატარებულია 245 ათას 380 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 156 ათას 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით 88 ათას 754 ადამიანი.  რაც შეადაგენს ჩევენი სამიზნე მაჩვენებლის 5,2 %-ს, ორჯერადი აცრის.

ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია ,,სინოფარმით" და ,,ასტარზენეკათი".

,,სინოფარმით" დაახლოებით 45 ათასი ადამიანია ორჯერადად აცრილი, ,,ასტრაზენეკაზე" 58 ათასი ერთჯერ აცრილი, მეორე აცრა კი  22 ათას ადამიანზე მეტს აქვს ჩატარებული. ,,ფაიზერით" კი - დაახლოებით 14 ათასი ადამიანი. 

ინტენსიურად მიდის აცრები ,,სინოვაკზე".  დადასტურებული ინფორმაციაა, რომ  ივლისის პირველ ნახევარში შემოვა დიდი რაოდენობა რამდენიმე ვაქცინის, მათ შორიოს ის ვაქცინები, რაც ვერ შემოვიდა კოვაქსის პლატფორმიდან. 

ივლისში ჩვენ უნდა გავზარდოთ აცრის მაჩვენებელი. ამისთვის ბრიგადების რაოდენობა იზრდება, თუ იყო 280 ბრიგადა, ის გაიზრდება.

დიდი ამცრელი სივრცის გაკეთებას ვგეგმავთ ჰუალინგის სავაჭრო სიცრცეში. დიდ ქალაქებშიც გაიხსნება ამცრელი სივრცეები. 

იცით, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მთელმა რიგმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ვაქცინების დონაცია. მათ შორისაა საქართველოც. ამერიკული ვაქცინები შემოვა საქართველოში. 

ვფიქრობ, რომ ვაქცინების დეფიციტი და მწარე გამოცდილება, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში შეგვექმნა, აღარ უნდა განმეორდეს ქვეყანაში. 

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით ამ შემოდგომას, რომ გადავავადოთ მოსალოდნელი მეორე-მეოთხე ტალღა - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები