საქართველო დაარწმუნეს, რომ რუსეთში მისი უფლებები დაცული იქნებოდა - სუმბაევის ადვოკატი

24.06.21 13:37
 საქართველო დაარწმუნეს, რომ რუსეთში მისი უფლებები დაცული იქნებოდა - სუმბაევის ადვოკატი

იაროსლავ სუმბაევის რუსმა ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს  ვრცელი წერილებით უკვე მიმართა.  უფლებამდაცველი ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოსთვის მიცემული ვალდებულებები არ შეასრულა და სუმბაევი რუსეთის ციხეში წამების მსხვერპლია. მისი თქმით, დაპირება, რომ რუსეთში ექსტრადირების შემდეგ სუმბაევის უფლებები არ დაირღვეოდა, არ შესრულდა. 

პირობები, რომელშიც იმყოფება მოსკოვის იზოლატორში, ნამდვილად ღირსების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობის პირობებია. არის ისეთი დახვეწილი მომენტები, - პრობლემების შექმნა დაკავებულებისათვის ისეთი ხერხებით, რაც წამებას უტოლდება. თვეების განმავლობაში ექიმთან შეხვედრას ვერ ახერხებს,  იმიტომ, რომ თერაპევტის შტატი არ იზოლატორს არ აქვს. მას შეზღუდული აქვს სწავლის, მუშაობის, პირადი ცხოვრების უფლება და 30 თვეზე მეტია, ამ პირობებში იმყოფება საგამოძიებო იზოლატორში. კამერის მიღმა ცხოვრების უფლება სრულად შეზღუდული აქვს, არ აქვს უფლება, შეხვდეს ნათესავებს. მისი ექსტრადიციის დროს საქართველო დაარწმუნეს, რომ იქნებოდა დაცული ადამიანის უფლებების კონვენციით გათვალისწინებული პირობები, რომ იგი დაცული იქნებოდა ღირსების შეურაცხმყოფელი მოპყრობისგან. თუმცა, ეს პირობები არ სრულდება, - ამბობს ვალერი შუხარდინი.

რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია, საქართველოს სუმბაევისთვის რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას, მკვლელობის მომზადებისთვის ბრალის დამძიმების ნებართვას სთხოვს. დაჰყვება თუ არა რუსეთის მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობოთ უცნობია. 

იუსტიციის ახლადდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგვაძე, ამბობს, რომ რუსი ჰაკერის საქმეს არ იცნობს. ბრეგვაძემ „პირველების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. 

რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი, რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა, თუმცა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მისი რუსეთში ექსტრადირება მაინც მოახდინა. 

მსგავსი სიახლეები