სამარცხვინოები ხართ - თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებლის მოულოდნელად გაჩერდა

24.06.21 14:15
სამარცხვინოები ხართ - თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებლის მოულოდნელად გაჩერდა

ხმაური და უკმაყოფილება თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნულ  მატარებელში. ელმავალი ხაშურის გავლიდან რამდენიმე წუთში გაჩერდა. 

მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი ნახევარი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი არ იყო კონდიცირება და ბავშვები ტიროდნენ.

მგზავრების თქმით, ნახევარი საათის შემდეგ მატარებელი უკუსვლით ისევ ხაშურის სადგურში დააბრუნეს.

მოკლედ ასეთი ამბავია - ვმგზავრობ თბილისი-ზუგდიდი მატარებლით #870. რომელიც იდეაში არის ე.წ. “ჩქაროსნული”. 

როგორც კი ხაშურის რკინიგზის სადგურს გავცდით, მატარებელი ჩაქრა და გაჩერდა. ვიდექით ნახევარი საათი. ატირებული ბავშვებით, პირბადეებით, კონდიცირების გარეშე. 

რამოდენიმეჯერ სცადეს დაქოქვა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. 

ახლა ხაშურში გავბრუნდით უკუ სვლით, ცდილობენ მიაბან ძველი ელ-მავალი. ამას რა დრო დასჭირდება და მერე კიდევ რამდენ ხანში ჩაგვათრევს ეგ ელ-მავალი და რამდენად მშვიდობიანად ვინ იცის ზუგდიდის მერე მე სვანეთის გზაზე მიწევს მგზავრობა ჩემი 4 წლის შვილით! მატარებლით იმიტომ მოვდივარ, რომ ვფიქრობდი, მარშუტკებთან და ავტობუსებთან შედარებით უფრო კომფორტულია თქო და აჰა  
ასევე, იმასაც ავღნიშნავ, რომ პანდემიის დასაწყისში, როდესაც ამავე მარშუტით ვიმგზავრე, ყოველ სავარძელს ერთჯერადი დასაფენები ჰქონდა დაკრული თავის არეში და დაცული იყო ჰიგიენის ნორმები. დღეს არათუ ეგ დასაფენები, ერთი შეკვრა სველი ხელსახოცები მივახარჯე გადმოსაწევი მაგიდების მოწმენდას! ჩემთან ისევ არის პანდემია და თქვენსკენ რა ხდება საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway  ?????
სამარცხვინოები ხართ! - წერს მგზავრი სოციალურ ქსელში

როგორც ტვ პირველმა გაარკვია, მატარებელი ხაშურის სადგურიდან ელმავლით ზუგდიდში მალევე წაიყვანეს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები