ვაპირებ, მოვახდინო სამართლებრივი რეაგირება - ჯუმბერ იზორია ,,გამჭვირვალობის" კვლევაზე

24.06.21 14:52
ვაპირებ, მოვახდინო სამართლებრივი რეაგირება - ჯუმბერ იზორია ,,გამჭვირვალობის" კვლევაზე

საქართველოს 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი, ჯუმბერ იზორია, არასამთავრობო ორგანიზაციას  ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. იზორია აპირებს, რომ იმიჯის და რეპუტაციის შელახვის გამო ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სასამართლოში უჩივლოს.

უკვე წლებია, გრძელდება ცილისმწამებლური კამპანია ჩემი მისამართით, რაც ემსახურება ჩემი იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. ეს ეგრეთწოდებული კვლევაც აღნიშნულს ემსახურება და სწორედ ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას, ვაპირებ მოვახდინო სამართლებრივი რეაგირება და უახლოეს მომავალში განცხადებით მივმართო სასამართლოს - აცხადებს ჯუმბერ იზორია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესების შესახებ დღეს კვლევა გამოაქვეყნა