ონკოლოგიურ საავადმყოფოში ხანძარი ჩააქრეს

24.06.21 15:02
ონკოლოგიურ საავადმყოფოში ხანძარი ჩააქრეს

ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. 

ცეცხლი ლისის ტბის მახლობლად მდებარე ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიას მოედო. ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. 

ცეცხლი ტყის მასივს მოედო. სახანძრო ბრიგადების მოსვლამდე ექიმები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მის ჩაქრობას. დაშავებულები არ არიან. 

სავარაუდოდ, ცეცხლი ძველ ონკოლოგიურ საავადმყოფოს შენობაში გაჩნდა. ამ გამხმარ ბალახზე წამოიღო მარდალეიშვილის ცენტრის მისამართით. იქ ჯანგბადის ბალონები გვაქვს და ჩვენი ძალებით შევეცადეთ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ რაღაც კერები დარჩენილია. - ამბობს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი.

ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზებისა და ზარალის დადგენა ხდება. ადგფილზე სამაშველო სამსახური რჩება.

მსგავსი სიახლეები