მატყუარა კაცების პარლამენტი?! - პერფორმანსი პარლამენტში

24.06.21 14:57
მატყუარა კაცების პარლამენტი?! - პერფორმანსი პარლამენტში

მატყუარა კაცების პარლამენტი?! - ამ შინაარსის ბანერი გამოფინეს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ანა წითლიძემ და ხათუნა სამნიძემ, სხდომათა დარბაზში. 

დეპუტატებმა დარბაზში ბანერი მას შემდეგ გამოფინეს, რაც სამოქალაქო აქტივისტებს ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

ქალთა მოძრაობის წევრები საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილს აპროტესტებენ, სადაც საკითხი საარჩევნო სიებში ქალების წილის შემცირებას ეხება.

კანონპროექტს პარლამენტი ამ წუთებში განიხილავს. აქტივისტებს კი სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის საშუალება მათ მანდატურებმა არ მისცეს.