ტექნიკური მიზეზი იყო პატარა - თბილისი-ზუგდიდის მატარებელი დანიშნულების ადგილზე 1 საათის დაგვიანებით ჩავიდა

24.06.21 17:55
ტექნიკური მიზეზი იყო პატარა - თბილისი-ზუგდიდის მატარებელი დანიშნულების ადგილზე 1 საათის დაგვიანებით ჩავიდა

ხმაური და მგზავრების უკმაყოფილება თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნულ  მატარებელში. ტექნიკური გაუმართავობის გამო გაჩერებული მატარებელი ზუგდიდში ერთი საათის დაგვიანებით ჩავიდა. 

ელმავალი ხაშურის გავლიდან რამდენიმე წუთში გაურკვეველი მიზეზით გაჩერდა. ირკვევა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მატარებლში არ იყო კონდიცირება და არ იყო დაცული ჰიგენური ნორმები.

ატირებული მცირეწლოვნების მშობლები ვერ არკვევდნენ, რა მოხდა და რატომ გაჩერდა მატარებელი, რომელიც უკუსვლით ისევ ხაშურის სადგურში დააბრუნეს. 

 მგზავრების ინფორმაციით, მატარებელს ტექნიკური პრობლემები რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეექმნა. შემდეგ ის ხაშურში დააბრუნეს, იქ პრობლემები აღმოფხვრეს და მგზავრები საათის დაგვიანებით ჩაიყვანეს დანიშნულების ადგილზე. 

 თავიდან გვითხრეს, რომ ძაბვის ვარდნა იყო. მოკლედ, ეს არ იყო სიმართლე. მატარებელს სჭირდა რაღაცა. რატომ მოგვატყუეს? - ამბობს მატარებლის მგზავრი.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

მსგავსი სიახლეები