შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობა ბასილაშვილის შვილზე - ნელი დოროყაშვილის ძმა დაკითხვაზე დაიბარეს

24.06.21 20:04
შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობა ბასილაშვილის შვილზე -  ნელი დოროყაშვილის ძმა დაკითხვაზე დაიბარეს

ნომერ პირველი ქართველი ჩოგანის საქმის სკანდალური გაგრძელება - "ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის, ძმა ჩოგბურთელის არასრულწლოვან შვილზე ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული. 

თორნიკე დოროყაშვილი ვაკის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიმდებარე ტერიტორია კამერების გამოჩენისთანავე დატოვა ნელი დოროყაშვილმა, რომელიც ძმას პოლიციის შენობასთან ელოდებოდა.