ურეკში სასტუმრო იწვის

24.06.21 22:32
ურეკში სასტუმრო იწვის

დაბა ურეკში სამსართულიანი სასტუმრო იწვის. როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი  სასტუმროს მესამე სართულზე  გაჩნდა და მის ჩაქრობას  ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
 

შეკვეთილის სახანძრო -  სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ვარდენ რუსიეშვილის, თქმით,   ადგილზე მობილიზებულია ურეკის, შეკვეთილისა და  ოზურგეთის  სამაშველო სამსახურის  ორი ბრიგადა.

ასევე გამოძახებულია დასახმარებლად ქობულეთისა და ფოთის სამაშველო ბრიგადები.

მსგავსი სიახლეები