როგორია ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

24.06.21 22:43
როგორია ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

დაპირისპირება გორის ცენტრში - ნაცემი პოლიციელი კლინიკა "გორმედში" გადაყვანეს. როგორც ექიმმა, მანუჩარ სხირელიამ, განაცხადა, პაციენტს დაზიანება ცხვირის მიდამოში აღენიშნება. 

ექიმის თქმით, დაზიანება მას სავარაუდოდ,  ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. 

მედიკოსი ამბობს, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემდეგ სამართალდამცავი ბინაზე გაწერეს.