"რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის სანაცვლოდ დიდი ქრთამია აღებული" - მედიკოსები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ
რა გეგმა აქვთ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსებს? - 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაა დაანონსებული, რომელსაც არა მხოლოდ ექიმები, არამედ სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მედიკოსების მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაა, ამიტომ ისინი ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
ექიმები "პირველებთან" აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის სანაცვლოდ დიდი ქრთამია აღებული.
მეხის დაცემაა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ასეთი გადაწყვეტილება. ან ქრთამია აღებული, ან შეკვეთაა მიცემული, რომ აქ არ იყოს კლინიკა. პარასკევს ვაპირებთ, რომ მივიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატავად. ვითხოვთ, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას", - აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა.
მედიკოსები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან და ამბობენ, რომ მსოფლიოს ისტორიაში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მთავრობა სახელმწიფო კლინიკას აპელაციის გარეშე ხურავს.
ტენდერს დაჩქარებულ რეჟიმში ვატარებთო, კომპანია შემოვა, რომელიც მოახდენს ამ კონსტრუქციის ჯერ გამაგრებას და მერე დემონტაჟს დაიწყებსო. ფასადის დემონტაჟზე იყო მხოლოდ საუბარი და მეტი არაფერზე. ის გეგმებიც შევიმუშავეთ, რომ დემონტაჟის პირობებში იქითა მხარეს არ ეფუნქციონირებინა. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში რომ მოინდომო ადამიანმა ვერ იპოვი, რომ სახელმწიფომ სახელმწიფო კლინიკა ასე უაპელაციოდ დახუროს", - აღნიშნა პროტესტის მონაწილემ.