ალკოჰოლური სასმელების მოპარვის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

02.02.24 10:04
ალკოჰოლური სასმელების მოპარვის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 35 წლის მამაკაცს, ალკოჰოლის ქურდობას ედავებიან. პოტენზაში მცხოვრები მამაკაცი საეჭვო ქმედებაში სუპერკეტის თანამშრომლებმა შენიშნეს და პოლიციას გამოუძახეს. ვიდრე სამართალდამცველები ადგილზე მივიდოდნენ, ქურდობაში მხილებული მამაკაცი გაიქცა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა.

იტალიური მედიის ცნობით, მამაკაცს ზურგჩანთაში 6 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა, რომლის ჯამური ღირებულება 200 ევროა.

მოსამართლემ ბრალდებულ კაცს პოტენზას რეგიონში ცხოვრება აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები