გახდა თუ არა გულგრილობა ბაღდათის ტრაგედიის მიზეზი? - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

07.02.24 15:16
გახდა თუ არა გულგრილობა ბაღდათის ტრაგედიის მიზეზი? - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

გახდა თუ არა გულგრილობა ბაღდათის ტრაგედიის მიზეზი? რადიო თავისუფლება ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს, რომ ამ მძიმე ტრაგედიის თავიდან აცილება და პრევენცია შესაძლებელი იყო. ირკვევა, რომ გარემოს ეროვნული საგაენტო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ რაიონში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ აფრთხილებდა. 

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ეს პროგნოზირეადი იყო ამ ნაწილში. ვიცით, რომ საფრთხისმატარებელი პრობლემები გვაქვს ყველგან ფაქტიურად, იმიტომ, რომ მთიანი ქვეყანა ვართ. ასე, რომ რაც უნდა გაკეთდეს პირველი, რისკების შეფასება კი არ უნდა გაკეთდეს, უკვე ქმედებები უნდა დაგვეწყო. თუ ჩვენ დაველოდეთ, როდის მომზადდება რამე დოკუმენტი, შეიძლება კიდევ ხალხი დავკარგოთ. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ შეიძლება, კიდევ უარესი ტრაგედიები განვითარდეს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

"მწვანე ალტერნატივას" დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ეჭვობს, რომ შესაძლოა დოკუმენტი მუნიციპალიტეტბს გადაგზავნილი ჰქონდათ, მაგრამ მის შინაარსს არ იცნობდნენ. 

პროცედურა არის ასეთი, რომ როგორც კი დოკუმენტი შედგება, ის თვითმმართველობებს ეგზავნებათ. შეიძლება დოკუმენტი არის გადაგზავნილი და შინაარსს არ იცნობენ, შეიძლება იცნობენ. ნუ ასეთ სიტუაციაში რთულია გარკვევა იმისა, რა მოხდა რეალურად, მაგრამ პროცედურა არის ასეთი, მათ უნდა სცოდნოდათ და შესაბამისი ღონისძიებებისთვის უნდა მიემართათ. უნდა არსებობდეს გარკვეული გეგმა, რომელიც ადამიანებს ეცოდინება და ეცოდინებათ, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ასეთ შემთხვევაში", - ამბობს ნინო გუჯარაიძე.
 

მსგავსი სიახლეები