წყარო: ბიძამ სამსახურიდან გაუშვა და შურისძიების მიზნით დაიწყო სროლა - მოვაჭრეების ნათესავი დაკავებულია
რუსთავში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია - დაკავებულია მოვაჭრეების ნათესავი, რომელიც იმავე ბაზრობაზე მუშაობდა.
წყარო გვიყვება, რომ დაკავებულს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და შურისძიების მიზნით დაიწყო რუსთავში, სტამბოლის ბაზრობაზე სროლა.
შსს-ს ოფიცილაური ინფორმაციით, ბაზრობაზე 4 ადამიანია მოკლული. დაჭრილია დაკავებული პირის ბიძაშვილი.
ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.