"პირველების" ინფორმაციით, ძალოვანი, სავარაუდოდ, 42 წლის კაცს მანქანით დაეჯახა და მიატოვა - პირი სიცივისგან გაიყინა
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი. ფეხით მოსიარულე მამაკაცს, სავარაუდოდ, შსს სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის თანამშრომელი, თამაზ ბრაჭული მანქანით დაეჯხა.
ადილობრივები ამბობენ, რომ გონებადაკარგული კაცი დანაშაულში მხილებულმა მამაკაცმა გზიდან ნაპირზე გადაიყვანა და ადგილზე მიატოვა. კაცი ღამით სიცივეში გაიყინა და გარდაიცვალა. შემთხვევა კვირას მოხდა.
დანაშაულში მხილებული მამაკაცი ჯერ დააკავეს, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის ახლა თავისუფალია.
დაეჯახა, მიაგდო, და გაიცა, როგორც ამბობენ, მანქანა გარეცხა და მეორე დღეს სამუშაოზე წავიდა. ამბობენ, რომ არ მიეტოვებინა, გადარჩებოდაო. დუშეთის შემოსასვლელში კამერებია და დააფიქსირაო. ნასვამი იყოო ამბობენ", - ამბობენ სოფელში.
რაც შეეხება დანაშაულში მხილებული ძალოვანის ოჯახს, ამბობენ, რომ თამაზ ბრაჭულმა ვერ შენიშნა, რომ ვინმეს დაეჯახა, რადგან თოვდა, გზაზე ხის მორები იყო ჩამოყრილი და კარგი მხედველობაც არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ გააგრძელა გზა.
ის მოდიოდა ფეხით მთვარი, თოვდა და ამან ეტყობა ვერ დაინახა და დაეჯახა. ვერ დაინახა საერთოდ რომ დაეჯახა. ზემოდან ქვები და ხეები იყო ჩამოცვენილი და ეგონა ის იყო. არ გაჩერდა მაგიტომ, ვერ გაიგო, მხედველობა აქვს თან ნაკლები. თოვლი იყო და იმ თოვლში გაიყინა ეტყობა. პოლიციაში მუშაობს, პატიმრებს ყარაულობს. დაჭერილი იყო და გამოუშვეს", - ამბობს ოჯახის წევრი.
პროკურატურაში "პირველებს" უთხრეს, რომ რამდენიმე წუთში ამ საქმეზე განცხადებას გაავრცელებენ.
მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა