შორენა თეთრუაშვილი თანახმაა გიორგი მამალაძე ციხიდან გაათავისუფლონ - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა

10.02.24 10:59
შორენა თეთრუაშვილი თანახმაა გიორგი მამალაძე ციხიდან გაათავისუფლონ - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა

 

შორენა თეთრუაშვილი თანახმაა დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გაათავისუფლონ - "პირველებმა" ექსკლუზიური დოკუმენტი მოიპოვა.

ციანიდის საქმის მთავარი ფიგურანტის მიერ ხელმოწერილი წერილი 2022 წლის 17 ოქტომბრით თარიღდება. დეკანოზი მამალაძე შვიდი წლის წინ სწორედ პატრიარქის მდივან-რეფერანტის მკვლელობის მცდლეობის ბრალდებით დააკავეს. ეს წერილი კი ციანიდის საუკუნის საქმეს თავდაყირა აყენებს. 

ოჯახი ამტკიცებს, რომ თეთრუაშვილი დეკანოზ მამალაძეს აღარ ედავება, რის გამოც, მძიმე პაციენტის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

თორნიკე მამალაძე "პირველებთან" არ უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ, მისი ძმის გათავისუფლების საკითხზე საპატრიარქოში, მაღალი იერარქიის პირებსა და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრები მიმდინარეობდა.

"პირველების" ინფორმაციით, შეხვედრა გასულ წელს პირადად ირაკლი ღარიბაშვილსა და მეუფე დიმიტრს შროსი შედგა.

მამალაძის ძმა ამბობს, რომ თუ დეკანოიზი არ გათავისუფლდება, ოჯახი ქუჩაში გავა და პროტესტის ფორმას მიმართავს.

ახლა არის სამი გზა, როგორც პრეზიდენტს, ასევე უდოს კომისიის და ასევე პირადად იუსტიციის მინისტრს შეუძლია ჩემი ძმის გათავისუფლებაზე ხელი მოაწეროს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ძმას ისეთი დიაგნოზი დაუსვეს სახალხო დამცველის ექიმებმაც, ჩვენმა პირადმა ექიმებმაც და ასეევ იუსტიცის სამინისტროს ექიმებმაც, რომ პირდაპირ ითხოვს გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე ამ სამი გზიდან მე ვთხოვ სამივეს, ერთ-ერთი აირჩიონ და ადამიანი, რომელიც 5 წელია არის საწოლს მიჯაჭვული, გაათავისუფლონს. შორენა თეთრუაშვილს დაწერილი აქვს განცხადება ნოტარიულად დამტკიცებული და თანხმობას აცხადებს, რომ ჩემი ძმა გათავისუფლდეს.

საპატრიარქოს მაღალი იერარქი, უბრალოდ თავს შევიკავებ სახელის და გვარის დასახელებისგან და მთავრობის ძალიან დიდი წარმომადგენელი იყო მათ შორის კომუნიკაცია  და როგორც ორივე მხარემ მითხრა, გათავისუფლების მზაობა არის.

მე არც მეუფე დიმიტრის, არც ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას არ ვადასტურებ და არც უარვყოფ. თუ არ მოხდება ჩემი ძმის გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ფიზიკურად სახლშ ვერ გავჩერდები ", - ამბობს მამალაძის ძმა.

გიორგი მამალაძის დაკავებიდან დღეს 7 წელი გავიდა. დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ინფრომაციით, ის მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც საქართველოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა. მას, პროკურატურის ინფორმაციით ციანიდის ნატრიუმი აღმოუჩინეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ დეკანოიძი ილია მეორის მოწამვლას აპირებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ ასევე, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).