გზა, რომლიც მხოლოდ ,, ოცნების" მაღალჩინოსნის სახლამდე მიდის - ძიმითში ასფალტი გამგებლის სახლის ეზოშიც დააგეს

30.06.21 15:53
გზა, რომლიც მხოლოდ ,, ოცნების" მაღალჩინოსნის სახლამდე მიდის - ძიმითში ასფალტი გამგებლის სახლის ეზოშიც დააგეს

გზა, რომლიც მხოლოდ ,,ქართული ოცნების" მაღლჩინოსნის სახლამდე მიდის, ბიუჯეტის ფულით ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში გზის რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა ასფალტის საფარი მხოლოდ მმართველი პარტიის წევრის სახლამდე დააგეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები სოფელ ძიმითში ისევ დაზინებულ გზაზე გადაადგილდებიან. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მსგავსი პრივილეგიებით ამ სოფელში მხოლოდ მაღალჩინოსნები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები სარგებლობენ.

“ტვ პირველის„ ადგილზე გამოჩენას კი  დაპირისპირება მოჰყვა. სოფელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მობილიზიება გამოცხადა, რასაც ოპოზიციასა და მათ შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

გზა სოფელ ძიმითში 700 ათს ლარზე მეტი ჯდება. 400 მეტრიანი გზის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გზა რამდენიმე მოსახლის სახლს არ უკავშირდება, თუმცა ტვ პირველმა დააფიქსირა, რომ სოფლის გამგებელის სახლთან ასფალტირებული გზა არა მარტო ჭიშკრამდე, არამედ ეზოშიც შეიყვანეს.  

როგორც ტვ პირველმა გაარკვია, სოფლის გამგებელი ოზურგეთის მერთან დაახლოებული პირია. ის წინა არჩევნებზე საუბნო კომისიის თავმჯდომარე იყო და სავარაუდოდ,  ხელისუფლებამ მას ღვაწლი დაუფასა, ასფალტი  ეზოშიც დაუგეს.

სოფელში მცხოვრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ეს სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ძიმითში ხდება. 

რაც ძიმითში ხდება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. როცა არც ერთ გამგებლის მეზობლის ჭიშკართან გზა არ არის მიყვანილი, ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო ჭიშკართან, არამედ ეზოშია გზა შეყვანილი. ეს წარმოუდგენელია, რომ ოზურგეთის მერის თანხმობის გარეშე ხდებოდეს. მივმართავ პროკურატურას, შეისწავლოს აღნიშნული საქმე. არ შეიძლება, ხალხის ფული კონკრეტულ ჩინოვნიკებს ხმარდებოდეს - ამბობს ტვ პირველთან საუბარში  ადგილობრივი მცხოვრები,  ლევან გოგუაძე. 

ტვ პირველის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, ნასაკირალის უღელტეხილი, უკვე 3 წელია, დაზიანებულია.