პირადი კადრებით შანტაჟი - შურისძიების სამიზნე ყოფილი მული და მეგობრის ყოფილი შეყვარებულია
პირადი კადრებით შანტაჟის შოკისმომგვრელი ამბავი. 20 წლის გოგოს ყოფილი მულის ინტიმური კადრების გავრცელებისთვის 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ინსტაგრამზე ჯერ მამაკაცის სახელით დარეგისტრირდა, ექს მეუღლის დასთან ნდობაში შევიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გადმოაგზავნინა, რომელიც მთელს სანათესაოში გაავრცელა. ირკვევა, რომ ყოფილი რძალი ყოფილ მულზე შურისძიებას თვეების განმავლობაში გეგმავდა.
გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 20 წლის ბიჭიც, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მეგობრის ყოფილ შეყვარებულს გაუვრცელა, მანამდე კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი გოგოსთან სასიყვარულო ურთიერთობას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო. ამის მიუხედავად მისი ნდობის მოპოვება მაინც შეძლო. გოგოს სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეო გადააღებინა, შემდეგ კი გაუვრცელა. ორივე ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.