53 წლის კაცი ცოლის დისშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს - შემზარავი ამბის დეტალები

13.03.24 20:20
53 წლის კაცი ცოლის დისშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს - შემზარავი ამბის დეტალები

 

53 წლის კაცი ცოლის დისშვილის გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს - გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა შველა დეიდას სთხოვა, თუმცა ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და არასრულწლოვანი დისშვილისგან გაჩუმება მოითხოვა. ამის შემდეგ სკოლის მოსწავლე იძულებული გახდა,  პოლიციისთვის მიემართა. ცოლ-ქმარი დააკავეს, თუმცა ქალი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მოზარდის ჩვენებით ბიძა მასზე სისტემატურად ძალადობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 15 წლის გოგომ თვითმკვლელობაც სცადა. ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მრავალწლიანი სასჯელი ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, მან ციხეს თავი დააღწიოს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულ გოგოზე ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მან ბიძის წინააღმდეგ ჩვენება შეცვალოს. 

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები