ძლიერი აფეთქება თბილისში - ყველა დეტალი (ფოტოები)

14.03.24 10:02
ძლიერი აფეთქება თბილისში - ყველა დეტალი (ფოტოები)

თბილისში, დიდუბის რაიონში გვიან ღამით აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა - სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

წინასწარი ცნობებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხებათ დაზარალებულებს, თბილისის მერიის ინფორმაციით, 90-იდან 53 ოჯახი დროებით სასტუმროებში არიან დაბინავებულები, ხოლო დანარჩენმა მათგანმა საკუთარი სურვილით მოძებნა ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცე.

"პირველების" ინფორმაციით, აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე, შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. ასევე, აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაყვანილია. ახლა კი შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

მსგავსი სიახლეები