სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმებს შეხვდა
ჯანდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა - მიხელ სარჯველაძესთან სასაუბროდ ის მედიკოსები მივიდნენ, რომლებიც ქალაქის ცენტრალური კლინიკის დემონტაჟს თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ.
კობახიძის ნდობით აღჭურვილი ახალი მინისტრი ფიქრობს, რომ უპირველესად დაცული უნდა იყოს პაციენტებისა და მედიკოსების უფლებები.
დახურულ შეხვედრაზე ზურაბ აზარაშვილის ადგილმონაცვლემ თეთრხალათიანებთან ერთად დეტალურად განიხილა, თუ რა სჭირდება კლინიკას უწყვეტი მუშაობისთვის და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.