სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

14.03.24 14:37
სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება" - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები