გენერალური პროკურორის არჩევის დღევანდელი წესი ვერ უზრუნველყოფს მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს - იმნაძე

14.03.24 15:36
გენერალური პროკურორის არჩევის დღევანდელი წესი ვერ უზრუნველყოფს მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს - იმნაძე

სამწუხარდო, დღეს რა წესითაც აირჩევა გენერალური პროკურორი, ეს წესი ვერ უზრუნველყოფს მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს - ამის შესახებ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ "პირველებთან" განაცხადა.

იმნაძის თქმით, სამოქალაქო ორგანიზაციები, ადგილობრივი პროფესიული ჯგუფები ითხოვენ, რომ გენერალური პროკურორი აირჩეოდეს იმგვარი წესით, რომ ის უზრუნველყოფდეს შერჩეული პირის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.

ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე შერჩევითი მართლმსაჯულების პრობლემაზე, პოლიტიკური მოტივეით წარმართულ საქმეებზე, სისხლის სამართლის საქმეებში თუკი ეს პრობლემა არსებობს, პროკურატურას თანაბრად მიემართება ეს კრიტიკა, როგორც სასამართლოს. ჩვენ დიდი ხანია, სამოქალაქო ორგანიზაციები, ადგილობრივი პროფესიული ჯგუფები, ვითხოვთ იმას, რომ გენერალური პროკურორი აირჩეოდეს იმგვარი წესით, რომ ის უზრუნველყოფდეს შერჩეული პირის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, დამოუკიდებლობას და მიუკერძოებულობას. სამწუხარდო, დღეს რა წესითაც აირჩევა გენერალური პროკურორი, ეს წესი ვერ უზრუნველყოფს მის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, იმიტომ, რომ პარლამენტში, უბრალო უმრავლესობით მიიღება ეს გადაწყვეტილება", - ამბობს გურო იმნაძე.

წავა თუ არა დათმობაზე "ოცნება"- ვინ აირჩევს ქვეყნის პირველ პროკურორს?
იმისთვის რომ გენერალურ პროკურორთან ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვები არ არსებობდეს, "საერთაშორისო გამჭირვალობაში" ფიქრობეენ რომ მისი არჩევა ოპოზიციას ჩართულობით უნდა მოხდეს. ანუ 76 დეპუტატის ხმის ნაცვლად, საჭიროო იქნება 90 კანონმდებელის ხმა. ამ შემთხვევაში, "ოცნებას" ყველა ბერკეტი ხელიდან გამოეცლება და ხელისუფლებისთვის სასურველ ადამიანს უმნიშვნელოვანეს უწყებას ვეღარ ჩააბარებენ.

მსგავსი სიახლეები