სხეულით შემოტანილი 300 გრამი ჰეროინი საქართველოში და ნარკომაფიის ახალი სქემა - სპეცოპერაციის დეტალები

14.03.24 20:17
სხეულით შემოტანილი 300 გრამი ჰეროინი საქართველოში და ნარკომაფიის ახალი სქემა - სპეცოპერაციის დეტალები

 

სხეულით შემოტანილი ნარკოტიკი საქართველოში. ციხეში გაუშვეს ირანის მოქალაქე, რომელსაც ათი პაკეტი გასაყიდად შეფუთული ჰეროინი გადაყლაპული ქონდა და ასე ცდილობდა საზღვარზე შემოსვლას. მას შემდეგ რაც აეროპორტში ეჭვი გაუჩნდათ, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირდაპირ  კლინიკაში  გადაიყვანეს. მის სხეულში სულ 300 გრამი ჰეროინი ნახეს, რაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს  ყავდა თუ არა ბრალდებულს თანამზრახველები საქართველოში.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კიდევ ერთი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 9 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. შემომტანების გარდა, ხელბორკილები დაადეს  კურიერებსაც. ბანგლადეშის მოქალაქე სამართალდამცველებმა თბილისის გარეუბანში ფაქტზე დააკავეს,  როცა მან ნარკოტიკი კონკრეტულ ლოკაციაზე მიიტანა.  ციხეში გაუშვეს საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც  კახეთის ფერმაში დიდი ოდენობით კანაფი მოჰყავდა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები